შესვლარეგისტრაცია

წესები და პირობები

ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ
ბრენდული სახელწოდება: PlayZone
ვებ-გვერდი/ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა: PlayZone.ge
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 19
ელ-ფოსტა: sales@playzone.ge

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები და პირობები არის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას PlayZone-სა (შემდგომში – “პლატფორმა”) და იმ იურდიულ თუ ფიზიკურ პირს შორის, რომელიც სარგებლობს პლატფორმით, როგორც მომხმარებელი. რეგისტრაცია და პლატფორმით ნებისმიერი ფორმით სარგებლობის დაწყება ადასტურებს მომხმარებლის სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

2. პროდუქტები და მომსახურება

პლატფორმაზე შესაძლებელია შეიძინოთ:

  • ციფრული თამაშების კოდები;
  • ვიდეო თამაშების დისკები და კონსოლების აქსესუარები (ფიზიკური ფორმით);

რეგიონული შეზღუდვა ციფრულ თამაშებზე: პლატფორმაზე წარმოდგენილი ყველა ციფრული თამაშის კოდი განკუთვნილია ამერიკის შეერთებული შტატების (USA) რეგიონისთვის. სხვა რეგიონში გააქტიურება შეუძლებელია. გთხოვთ, შეძენამდე გაითვალისწინოთ ეს შეზღუდვა.

3. შეკვეთა და გადახდა

3.1. შეკვეთის განთავსება პლატფორმაზე შესაძლებელია როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ. შეკვეთის განხორციელების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია მიჰყვეს პლატფორმაზე მითითებულ ინსტრუქციებს და სწორად, სრულად შეავსოს შესაბამისი ველები. პლატფორმა არ აგებს პასუხს არასწორად ან არასრულად მითითებული მონაცემების შედეგად შეკვეთის დაგვიანებით მიწოდებაზე ან არასწორ მისამართზე მიტანის ფაქტზე.

3.2. შეკვეთა ჩაითვლება წარმატებით განთავსებულად მას შემდეგ, რაც შესაბამისი თამაშის ღირებულების გადახდა სრულად და წარმატებით დასრულდება.

3.3. მომხმარებლის მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისთანავე, იგი პლატფორმის ან შესაბამისი საკომუნიკაციო არხის (ელ.ფოსტის ან ელექტრონული შეტყობინების) საშუალებით იღებს დასტურს შეკვეთის მიღების შესახებ.

3.4. შეკვეთის მიღების შემდეგ, პლატფორმა ახორციელებს მის დამუშავებას. იმ შემთხვევებში, თუ შეკვეთილი პროდუქცია არ იქნება ხელმისაწვდომი მარაგების არქონის გამო ან იარსებებს სხვა ობიექტური გარემოება, პლატფორმა უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა. პლატფორმის მიერ შეკვეთის გაუქმება დასაშვებია მისი მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში ეცნობება აღნიშნულის თაობაზე.

4. მიწოდება

4.1. თამაშის ციფრული კოდები მომხმარებელს ეგზავნება შეკვეთის დროს, შესაბამის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე გადახდის წარმატებით დასრულებიდან 60 წუთის განმავლობაში.

4.2. ვიდეო თამაშების დისკების მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს გამყიდველი პირადად ან კონტრაქტორი საკურიერო კომპანიის მეშვეობით.

4.3. სტანდარტულად თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში 7 სამუშაო დღის ვადაში.

4.4. შეკვეთის ჩაბარების დროს, მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს პროდუქცია და დარწმუნდეს, რომ იგი შეესაბამება შეკვეთას და არ აქვს ვიზუალური ნაკლი.

4.5. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას აქვს ვიზუალური ნაკლი ან იგი არ შეესაბამება შეკვეთას, მომხმარებელმა იგი არ უნდა ჩაიბაროს და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს გამყიდველს.

5. კანონისმიერი გარანტია

5.1. კანონისმიერი გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები.

5.2. თუ პროდუქცია ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, გამყიდველს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

5.3. პროდუქცია ნაკლიანად მიიჩნევა, თუ მას გამოივლინდება ისეთი სახის ნაკლი, რომელიც შესაძლოა რომ გაყიდვამდე ჰქონოდა და არ არის მომხმარებლის ბრალით წარმოშობილი.

5.4. მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ პროდუქციის ნაკლი პროდუქციის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

5.5. თუ მომხმარებელმა პროდუქციის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქციის მიწოდებისას. მტკიცების ტვირთი გამყიდველს ეკისრება.

6. ტროფი-ქულების სისტემა

6.1. პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებლები ყოველ შენაძენზე იღებენ ტროფი-ქულებს (1 ტროფი = 1 თეთრი). ქულები გროვდება რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშზე და შესაძლებელია გამოყენება მომდევნო შენაძენზე ფასდაკლების მისაღებად.

6.2. ტროფი-ქულები არ გადაიცემა, არ იცვლება ნაღდ ფულში და არ ექვემდებარება უკანვე დაბრუნებას.

6.3. ტროფი-ქულები შესაძლოა გაუქმდეს ყოველი წლის ბოლოს, თუ ამის შესახებ მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტით ვადის გასვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე.

7. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დამუშავება

7.1. პლატფორმა ამუშავებს ფიზიკური პირების შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა და (საჭიროების შემთხვევაში) მისამართი.

7.2. პერსონალური მონაცემების გამოყენება ხდება მხოლოდ შეკვეთის შესასრულებლად.

7.3. კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ: თქვენს წარმომადგენელს, გარიგების მონაწილე მხარეებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს, მომსახურების პროვაიდერებს, საკურიერო კომპანიებს.

7.4. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მონაცემების წაშლა, დაბლოკვა ან შესწორება: sales@playzone.ge

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

პლატფორმა არ აგებს პასუხს:

  • ციფრული კოდის გაზიარების შემთხვევაში (კოდი ერთჯერადია);
  • გლობალური სერვისების მიუწვდომლობაზე;
  • არარეგიონული ბარათის გამოყენების მცდელობით გამოწვეულ ზარალზე;
  • არასწორი პლატფორმისთვის შეძენილი ელექტრონული კოდის შეძენით მიღებულ ზარალზე.

9. დაბრუნების პოლიტიკა — ციფრული პროდუქტები

9.1. ციფრული თამაშების დაბრუნება შეუძლებელია. კოდის გაგზავნის შემდეგ პროდუქტი გადაცემულად ითვლება.

9.2. გამონაკლისი: თუ ტექნიკური ხარვეზის გამო კოდი არ მოვიდა ელ-ფოსტაზე 2 საათის განმავლობაში — დაგვიკავშირდით: sales@playzone.ge

10. დაბრუნების პოლიტიკა — ფიზიკური დისკები და აქსესუარები

10.1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოს პროდუქცია 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

10.2. პროდუქციის დაბრუნებისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთების ისტორიის გვერდზე დააფიქსიროს მოთხოვნა დაბრუნებაზე.

10.3. გამყიდველი ვალდებულია პროდუქციის დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა.

10.4. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ: კოდი გახსნილია; პროდუქცია 30 ლარამდე ღირს; ციფრული შინაარსი მიეწოდა მომხმარებლის თანხმობით.

11. ცვლილებები/დამატებები

წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, პლატფორმის ინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებლებს ეცნობებათ გონივრული ვადით ადრე, პირად კაბინეტში სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, ელ-ფოსტით ან სმს შეტყობინებით ან/და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით.

🇬🇪🇺🇸
Scroll to Top
გჭირდება დახმარება? მოგვწერეთ